
I დეკემბერს საბაუნიში ბიტისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. დღე დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით, ჯგუფური სამუშაობითა და პრეზენტაციებით. საინტერესო იყო, თვითონ მოსწავლეები როგორ მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს სასკოლო გარემო უკეთესობისკენ და რა შეიძლება მათ გააკეთონ ამისათვის.
დიდი მადლობა დამსწრეებს და ეს ინიციატივა გრძელდება. მომავალში უფრო მეტ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, მოვიდეს, მიიღოს ინფორმაცია საინტერესო საკითხებზე, შეიძინოს ახალი მეგობრები და მათთან ერთად წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში