Mamuka Lezhava about “Aiming By Gaming”

„Erasmus + ახალი აღმოჩენების, განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო საშუალებაა. თითოეული პროექტი პრაქტიკული ხასიათისაა და ეხება აქტუალურ თემებს. სწორედ, ანალოგიური ხასიათის მატარებელი იყო ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩატარებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გეიმიფიკაციასა და თამაშებზე დაფუძნებული სწავლების პოპულარულობის გაზრდას.

ეს პროექტი პირადად ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა, სიახლე, რომელმაც მომცა საშუალება სხვადასხვა ტიპის თამაშების მეშვეობით ჩავრთულიყავი საინტერესო და აქტუალური თემების განხილვაში. ვფიქრობ, არსებული გზა პრქტიკული ცოდნის გაღრმავების საუკეთესო მეთოდია. ცხადია, მსგავსი სახის აქტივობები ხელს უწყობს არაფორმლური განათლების პოპულარობის ზრდას.

აუცილებლია, ვახსენო გარემო, ხალხი, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა ანალიტიკური აზროვნებითა და ენერგიულობით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
ვიმედოვნებ, კიდევ ბევრი მსგავსი სიახლე გვექნება „ბიტისისთან„ ერთად, შემოგვიერთდით!”.